08 მაისი 2024,   00:17
ვრცლად
ის, რომ ჯარი აღარ არის პრიორიტეტი ეს ჩანს - სამხედრო სფეროს ექსპერტები მთავრობას აკრიტიკებენ

პოლიტიკოსები და სამხედრო ექსპერტები საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებულ მდგომარეობას ეხმიანებიან, რომლიც  უფროსი ლეიტენანტის ზურაბ ჯიბუტის განცხადებით, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე, ხელისუფლებას ჯარში არსებული მდგომარეობის გამო აკრიტიკებს. ექსპერტის განცხადებით, დღევანდელი მთავრობისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალები პრიორიტეტული აღარ არის. ნოდარ ხარშილაძე ყურადღებას ასევე შეიარაღებულ ძალებში პრორუსულად განწყობილი პირების ყოფნაზეც ამახვილებს.

„ის, რომ ჯარი აღარ არის პრიორიტეტი ეს ჩანს და რა არის დღევანდელი ხელისუფლებისთვის ჯარი ეს არ ჩანს... თავდაცვას დღეს არ აქვს ფული ანუ ქვეყანა არ ყოფს ჯარზე ფულს. ის ფული, რაც იყოფა დოლარებში, იქიდან გამომდინარე, რომ კურსი არის ძალიან დაწეული ლარის დოლართან მიმართებაში, არის კაპიკები,“ - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

სამხედრო ექსპერტი, საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი, ამირან სალუქვაძე, საჰაერო ძალებში არსებულ პრობლემების ნაწილობრივ სიმართლეზე საუბრობს. ის შეიარაღებული ძალების ოფიცერი უფროს ლეიტენანტს, ზურაბ ჯიბუტის მიერ პოსტსკრიპტუმთან ჯარში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე გამოთქმულ ფაქტებს, ნაწილობრივ ეთანხმება.

ამირან სალუქვაძე ასევე სხვა პრობლემებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ შეიარაღებული ძალებიდან კადრების გადინება ხდება. მან ასევე თავდაცვის სამინისტრო რეორგანიზაციის გამო გააკრიტიკა, რომლის დასაბუთებული არგუმენტი, მისი თქმით, უწყების მხრიდან არ მოუსმენია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები