07 მაისი 2024,   23:36
ვრცლად
მოსკოვში ონლაინ თამაშის, "ლურჯი ვეშაპის", ერთ-ერთი შემქმნელი დააკავეს

მოსკოვში სახიფათო ონლაინ თამაშის, ლურჯი ვეშაპის, ერთ-ერთი შემქმნელი დააკავეს. 26 წლის ილია სიდოროვი სამართალდამცველებმა სახლის სახურავზე აიყვანეს, შემდეგ კი ჩელიაბინსკის რეგიონში გადაიყვანეს. დაკითხვის დროს ეჭვმიტანილმა აღიარა, რომ ადმინისტრატორი იყო ერთ-ერთი ჯგუფის, რომელშიც 32 არასრულწლოვანი იყო გაწევრიანებული.

მისი ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 5 მობილური ტელეფონი, პლანშეტი და რამდენიმე სიმბარათი ამოიღეს. დაკავებულს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

თამაშის წესების თანახმად, ახალგაზრდებს 50 დავალებას აძლევდნენ, საბოლოო მიზანი კი თვითმკვლელობა იყო.

დღის ამბები