07 მაისი 2024,   21:57
ვრცლად
ნარკოპოლიტიკის ცვლილება - ოპოზიციის მოთხოვნები და უმრავლესობის არგუმენტები

მოძრაობა თეთრი ხმაურის აქტივისტი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ ნაცვლად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისა და კანონმდებლობის ლიბერალიზაციისა, 2015 წლის შემდეგ ძალოვანმა უწყებებმა ნარკოტიკის ჩადების პოლიტიკა აქტიურად განაგრძეს.

პარლამენტში მმართველმა პარტიამ დღეს უკვე დაანონსა, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისთვის კანონპროექტი ბოლო შესწორებებს გადის. ქართულ ოცნებაში ცვლილებების შინაარსს არ აკონკრეტებენ, თუმცა ირწმუნებიან, რომ მცირე რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების მოხმარება საპატიმრო სასჯელის მიზეზი აღარ გახდება.

ნარკოპოლიტიკის გადახედვას ეთანხმებიან, თუმცა საპარლამენტო ოპოზიციაში დღეს სისტემურ პრობლემებზე მიუთითებდნენ. ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოში მიიჩნევენ, რომ რეპერების საქმით, არაფორმალური მმართველობის პრობლემა კიდევ ერთხელ დადასტურდა. ოპოზიცია ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს.

ძალოვანი უწყებები რომ არაფორმალურად იმართება, ამაზე განცხადება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმაც გააკეთა. თინა ხიდაშელმა იმაზეც მიანიშნა, რომ რეპერების საქმესა და ნარკოპოლიტიკაზე მმართველი პარტიის პოზიციის ცვლილება, ბერა ივანიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული გზავნილის შედეგია.

ნარკოპოლიტიკის კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდა მმართველ გუნდში. უმრავლესობის ნაწილი  ეწინააღმდეგება იმას, რომ ქვეყანაში მოხდეს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია.

განცხადება გააკეთ უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციას, რომელიც დგას პრევენციაზე და დაიცავს მომავალ თაობას ნარკოტიკების ზიანისგან,“- განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

დღის ამბები