08 მაისი 2024,   17:15
ვრცლად
როგორც უმრავლესობის უმრავლესობა გადაწყვეტს, ისეთი იქნება - "ქართული ოცნება" პროპორციულ სისტემაზე საუბრობს

უმრავლესობა პარტიაში მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულზე სავარაუდო გადასვლასთან დაკავშირებულ უთანხმოებაზე საუბრობს. უმრავლესობის ნაწილისთვის პროპორციული სისტემა მისაღებია და აცხადებს, რომ ასეთი სისტემა პოლიტიკური სტაბილურობის გარანტია. ამ საკითხის კიდევ ერთხელ განსახილველად პარლამენტის თავმჯდომარე მაჟორიტარ დეპუტატებს ხვდება.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ლილუაშვილი, აცხადებს, რომ პროპორციული სისტემის მომხრეებშიც აზრები ორად იყოფა.

„პოზიციები იყოფა ორ ნაწილად არსებული სისტემის მომხრეები და პროპორციულის მომხრეები, თუმცა პროპორციული სისტემის მომხრეებში იყოფა კიდევ ორად აზრი... როგორც უმრავლესობის უმრავლესობა გადაწყვეტს, ისეთი იქნება იმ უმრავლესობის პოზიცია,“ - განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების წევრი, კობა ნარჩემაშვილი, აღნიშნავს, რომ საპარლამენტო მმართველობის პირობებში პროპორციული სისტემის მომხრეა.

„გარკვეული უთანხმოება ამასთან დაკავშირებით არის. ვერ ვიტყოდი რომ ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი ნაწილი, მაგრამ გარკვეული ნაწილი გუნდისა არის, რომელიც არ უჭერენ მხარს პროპორციული სისტემის შემოღებას,“ - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები