09 მაისი 2024,   00:22
ვრცლად
ბიზნესმენის გატაცებასთან დაკავშირებული პირები და სპეცოპერაციის შედეგები

სამშენებლო ბაზრის ერთ-ერთი წარმომადგენლის, კომპანია სვეტის დამფუძნებელი, გია ჯიბლაძე, თბილისის ცენტრიდან თავზე ტომარა ჩამოცმული გაიტაცეს, შემდეგ კი დაშინების მიზნით მისი სამუშაო კაბინეტი დაცხრილეს. 4 გამტაცებელი გია ჯიბლაძეს ფულს სძალავდა და კომპანიის კუთვნილი მიწების გადაფორმებას აიძულებდა.

ოთხივე ბრალდებული თბილისსა და წეროვანში ჩატარებული სპეცოპერაციისას გუშინ დააკავეს.

როგორც თავად გია ჯიბლაძე ყვება, თავდამსხმელები ცნობილ მოქანდაკის, ზურაბ წერეთლის კომპანია, მშენებელ სამთან დაკავშირებული პირები არიან, რომლებიც კომპანია სვეტს 15 ათასი ლარისა და ბაკურიანში აშენებული კორპუსებში ბინების გადაცემას სთხოვდნენ.

საქმეში ცნობილი მოქანდაკე ზურაბ წერეთელი ფიგურირებს, სვეტის დამფუძნებელი ყვება, რომ მას ფულს ქონებას სწორედ წერეთლის კომპანიასთან დაკავშირებული პირების სთხოვდნენ.

სამშენებლო კომპანიებს შორის არსებულ პრობლემაზე ზურაბ წერეთელი არ საუბრობს, მისი წარმომადგენელი კი ყველაფერს უარყოფს.

დაზარალებული გია ჯიბლაძე აცხადებს, რომ მის გატაცებაში, მოქანდაკის კომპანიასთან დაკავშირებული პირი, კახა ბახტაძე, მონაწილეობდა, რომელიც გუშინ სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის დროს დააკავეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები