08 მაისი 2024,   23:15
ვრცლად
ხალხსაც ყელში ამოუვიდა და ასეთი ფორმით გამოხატა პროტესტი - ანა მარგველაშვილი ნარკოტიკების ჩადებაზე საუბრობს

„უკვე იმდენად ხშირი გახდა, რომ, ალბათ, ხალხსაც ყელში ამოუვიდა და ასეთი ფორმით გამოხატა პროტესტი,“ - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტის შვილი, ანა მარგველაშვილი, საზოგადოების პროტესტს სამართალდამცავების მხრიდან ნარკოტიკების ჩადებასთან დაკავშირებით.

ანა მარგველაშვილი არჩევანის ეთერში აღნიშნავს, რომ რუსთაველის გამზირზე ახალგაზრდების პროტესტი ჩადების წინააღმდეგ უფრო იყო მიმართული, ვიდრე ცენზურის.

„გახშირდა ძალიან ეს მოვლენები და იმიტომ. ძალიან ხშირად მესმის უკვე ეს თემები და მგონი, ყველას გვყავს ნაცნობი, ვისაც ან ჩაუდეს ან იმის ახლობელს ჩაუდეს,“ - აცხადებს ანა მარგველაშვილი. 

დღის ამბები