09 მაისი 2024,   02:28
ვრცლად
თქვენ ხომ არ აფრენთ ბოლო-ბოლო?! – მსახიობი გიორგი მასხარაშვილი მთავრობას მიმართავს

„ეს იყო კრიტიკული ზღვარი, სადაც არაადეკვატის ის წითელი ზღვარი დაიხატა, სადაც აბსურდის თეატრი გათამაშდა,“ - ეს განცხადება მსახიობმა გიორგი მასხარაშვილმა, არჩევანის პირდაპირ ეთერში, ჯგუფ ბირჟა მაფიას წევრების დაკავებასა და ამ ფაქტის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე გააკეთა. 

მან ხელისუფლებას და პარლამენტის ყველა ორგანოს ვალდებულებების შესახებ შეახსენა.

„ნუ დაგავიწყდებათ ნურავის, ვისთვის ხართ, ვინ ხართ და ვინ ვართ ჩვენ. თითოეულ ამ ადამიანს სტუდიაში აქვს თქვენზე, პარლამენტარებზე 100-ჯერ მეტი წიგნი არა მარტო წაკითხული, არამედ ნაფიქრი და იმიტომაც სხედან ეს ადამიანები აქ, ამ სკამებზე და თავის საქმე აკეთებენ და არ სხედან პარლამენტში, სადაც 99% მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ფიქრობს,“ - განაცხადა გიორგი მასხარაშვილმა.

მან განმარტა, რომ ბირჟა მაფიას მხარდამჭერი აქცია და საზოგადოების აღშფოთება ბოლო წვეთი იყო.

„ეს იყო პიკი. თქვენ ხომ არ აფრენთ, ბოლო-ბოლო,“ - განაცხადა მსახიობმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები