09 მაისი 2024,   00:04
ვრცლად
ვინც ირონიულად იცინის, ლინჩის წესით თვითონ გაასამართლოს, ვინც თვლის, რომ დამნაშავეა - ლევან კობერიძე რეპერების საქმეზე საუბრობს

„თუკი იქ დადგინა, რომ იქ იყო გადაცდომა, მე მექნება, როგორც პოლიტიკოსს, ჩემი პოლიტიკური შეფასება,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა, ლევან კობერიძემ, გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში, ჯგუფ ბირჟა მაფიას წევრების საქმეზე საუბრისას გააკეთა.

მისი აზრით, დღეს ყველა პროკურატურის გამოძიებას უნდა დაელოდოს, რომელიც სამართალდამცველების წინააღმდეგ მიმდინარეობს. ამ განცხადებებს არჩევანის სტუდიაში სტუმრების უკმაყოფილება მოჰყვა, რადგან, მათი აზრით, ეს გამოძიება ბოლომდე არ მივა.

„მაშინ მოდით იცით რა ვქნათ? ვინც ირონიულად იცინის, ლინჩის წესით თვითონ გაასამართლოს, ვინც თვლის, რომ არის დამნაშავე,“ - განაცხადა ლევან კობერიძემ.

აუდიტორიის წევრების აზრით, საზოგადოების მთავარი კითხვა ბირჟა მაფიის წევრების დაკავების მიზეზის დადგენაა.

ლევან კობერიძე ამ საქმეში პარლამენტის სპეციალური ჩართულობის აუცილებლობას ვერ ხედავს. რაც შეეხება სხვა სახის საქმეებს, მისი თქმით, პარლამენტს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არაერთი შეკითხვა აქვ გადაგზავნილი.

მისი აზრით, დღეს ბირჟა მაფიის წევრების დაკავების საქმის გამოძიება ძალიან დინამიურად მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები