09 მაისი 2024,   05:17
ვრცლად
ეს არის სისტემური დანაშაული - კოტე იოსელიანი ნარკოტიკების ჩადებაზე საუბრობს

„ქართული ოცნების ხელისუფლება დგას რეპრესიებზე და რეპრესიებით სახელმწიფოს მართვა არის მათი ყოველდღიურობის პრაქტიკა,“ - ასე აფასებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, კოტე იოსელიანი, რეპერების საქმეს.

კოტე იოსელიანი აღნიშნავს, რომ ბერა ივანიშვილის პოსტმა განაპირობა რეპერების გამოშვება, მაშინ როცა დემურ სტურუას საქმე განსხვავებულად დასრულდა.

მუსიკოსმა ერეკლე დეისაძემ კოტე იოსელიანს კითხვით მიმართა და აღნიშნა, რომ ნარკოპოლიტიკაზე ნაციონალური მოძრაობისა და არსებული ხელისუფლების პასუხისმგებლობა თანაბარია.

„ჩვენ უკვე იმდენი ფაქტი გვაქვს ნუსხაში, რომ აშკარად ჩანს, რომ ეს არის სისტემური დანაშაული და სისტემური დანაშაული არ არსებობს პოლიტიკური ნების გარეშე,“ - განაცხადა კოტე იოსელიანმა. 

დღის ამბები