08 მაისი 2024,   16:16
ვრცლად
პროკურორმა, "წადი შენიო,"- ნარკოტიკული საშუალებისთვის დაკავებულის მამა, ლადო თათარიშვილი

„საზოგადოებამ წითელი ბარათი უჩვენა ხელისუფლებას,“ - ეს განცხადებს ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის დაკავებული მიხეილ თათარიშვილის მამამ, ლადო თათარიშვილმა, არჩევანის პირდაპირ ეთერში, ბირჟა მაფიას წევრების საქმეზე საუბრისას გააკეთა.

მან იმ განცხადებებზეც ისაუბრა, რომლებსაც ხელისუფლების წარმომადგენლები და დეპუტატები ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის გამო დაკავებულ პირებზე აკეთებდნენ.

„ის მასალები, რაც მე მაქვს, დარწმუნებული ვარ, ასე თავმოყრილი არავის არ ექნება, მე მამა ვარ მიხეილ თათარიშვილის და ვიცი რა ხდება. რაც უფრო ჩავწვდი, თავი მეზიზღება,“ - განაცხადა ლადო თათარიშვილმა.

მისი ინფორმაციით, ბოლო 3 თვის განმავლობაში სულ მცირე 7 ადამიანს ჩაუდეს და დააკავეს. ლადო თათარიშვილი აღნიშნავს, რომ თიოთოეული ჩადების ოპერაციაში 6 სამართალდამცველი მონაწილეობს.

„წარმოიდგინეთ, 7 საქმე არის ამ თვეებში, რაც ვიცით და რაც გახმაურებულია. თუ 6 კაცი მონაწილეობს, დავთვალოთ, რამდენი პოლიციელია? ესენი არიან ჩამდებები ამ სქემის რეალური გამკეთებლები და აქ ბატონი გამოდის და ბევრი კიდევ, პარლამენტში არიან და იმიტომ ამბობენ ამას. დეპუტატი რომ არ იყოს, აქ იჯდებოდა,“ - განაცხადა ლადო თათარიშვილმა.

მან განმარტა, რომ დღეს მიხეილ თათარიშვილის საქმეზე გამართულ პროცესამდე პროკურორს მოწმეები ცალკე გაჰყავდა და იმავეს საშუალებას დაცვის მხარეს არ აძლევდა. ეს ლადო თათარიშვილმა გააპროტესტა და მისი თქმით, პროკურორის პასუხმაც არ დააგვიანა.

„პროკურორმა, სწორად გამიგეთ, შანტაჟისტი არ ვარ, პროკურორმა წადი შენიო,“ - აღნიშნა ლადო თათარიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები