08 მაისი 2024,   00:05
ვრცლად
ჩაშლილი შეხვედრა პატრიარქთან - დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები აქციის გამართვას გეგმავენ

ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის ოჯახის წევრებმა რადიკალური ნაბიჯების გადადგმა პატრიარქთან გაუქმებული შეხვედრის შემდეგ გადაწყვიტეს. დეკანოზის ოჯახის წევრები ადვოკატების გარეშე პატრიარქთან შეხვედრას სამშაბათს 11 საათზე, ბობოყვათის რეზიდენციაში გეგმავდნენ.

თუმცა შეხვედრა პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გაურკვეველი ვადით გადაიდო.

საპატრიარქოს ბობოყვათის რეზიდენციაში უწმინდესმა რამდენიმე დღე გაატარა. ილია მეორე თბილისში გუშინ დაბრუნდა, თუმცა ამ დრომდე ოჯახმა არ იცის, შეძლებენ თუ არა პატრიარქის ნახვას. თორნიკე მამალაძის მტკიცებით, დეკანოზის ოჯახისა და უწმინდესის შეხვედრას ხელს მაღალი სასულიერო იერარქიის პირები უშლიან.

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დეკანოზის ოჯახს პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ აღარ ელაპარაკება.

საპატრიარქოს მედიასთან ურთიერთობის წარმომადგენლებმა არ იციან, ვინ და რა მიზეზით გააუქმა პატრიარქისა და დეკანოზ გორგი მამალაძის ოჯახის წევრების შეხვედრა. მათთვის ისიც უცნობია, შედგება თუ არა შეხვედრა, რომელსაც ოჯახი თვეებია ელოდება.

ბრალდებული დეკანოზის ოჯახი, მცირეწლოვნებთან ერთად უწმინდესთან შეხვედრის მოთხოვნით საპატრიარქოსთან აქციის გამართვას მომავალ კვირას გეგმავს. 

დღის ამბები