08 მაისი 2024,   02:59
ვრცლად
აფეთქება კოლუმბიის დედაქალაქის ტურისტულ რაიონში - დაღუპულია სამი ადამიანი

კოლუმბიის დედაქალაქის ტურისტულ რაიონში აფეთქება მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ბოგოტის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის მეორე სართულზე, საპირფარეშოსთან ამოქმედდა. შედეგად სამი ქალი დაიღუპა, მათ შორის ერთი საფრანგეთის მოქალაქეა. შემთხვევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 10-ს აჭარბებს.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ მომხდარს უკვე ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა, თუმცა აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. თავდასხმის ადგილი კოლუმბიის პრეზიდენტმაც მოინახულა და დამნაშავეების დასჯის პირობა დადო.

დღის ამბები