07 მაისი 2024,   17:55
ვრცლად
ერაყის არმიამ მოსულის ძველ ქალაქზე შეტევა დაიწყო

ერაყის არმიამ მოსულის ძველ ქალაქზე შეტევა დაიწყო. ქალაქის ისტორიული ნაწილი უკანასკნელი რაიონია, რომელსაც ამ დრომდე "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები აკონტროლებენ.

გავრცელებული ცნობით, სპეცრაზმელები ძველ ქალაქს დასავლეთის მხრიდან უტევენ, ფედერალური პოლიცია კი სამხრეთიდან მიიწევს წინ. გაეროს მონაცემებით, მოსულის ისტორიულ რაიონებში 100 ათასამდე მშვიდობიანი მოსახლე რჩება, ბოლო ორი კვირის განმავლობაში კი იქ საბრძოლო მოქმედებებს 200-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა.



დღის ამბები