08 მაისი 2024,   04:44
ვრცლად
ელისო კილაძის შვილის საქმეზე პოლიციელები იკითხებიან

ელისო კილაძის შვილის, დავით ხარშილაძის საქმეზე არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში გრძელდება. დღეს ის პოლიციელები იკითხებიან, რომლებიც დაკავების ოქმში ფიგურირებენ და შემთხვევის ადგილზე ჩხრეკა ჩაატარეს.

„ავტომობილიდან გადმოვედით. დაგვინახა დავით ხარშილაძემ, გაიქცა, რა დროსაც ჩემმა თანამშრომელმა შეაჩერა, დააწვინა ძირს, მეც მივედი. წამოვაყენეთ ფეხზე და ვუთხარით, რომ ვიყავით პოლიციიდან და გვქონდა ოპერატიული ინფორმაცია. ჩხრეკა დავიწყე. მისი ქურთუკის გარეთა მარცხენა ჯიბიდან ამოვიღე 2 ცალი პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკი,“ - განაცხადა პოლიციელმა სასამართლო პროცესზე.

პროცესის დაწყებამდე ელისო კილაძემ განაცხადა, რომ საქმესთან დაკავშირებით ახალ დეტალებს ოთხშაბათს გაახმაურებს და ამის შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს.

„პროკურორი დავით მესტვირიშვილი არის ჩვეულებრივი მონა და შსს-ს სადამსჯელო სპეცოპერაციის გამპრავებელი. მე მაქვს ინფორმაცია და ბატონ მესტვირიშვილს პირადად ჩემთვის აქვს ნათქვამი, რომ 13 მარტს, ჩემი შვილის დაკავების დღეს, ის მთელი დღის განმავლობაში საქალაქო სასამართლოში იმყოფებოდა სხვადასხვა პროცესზე, ამ დროს, როცა ბრალდების მოწმეები აცხადებენ, რომ სწორედ მესტვირიშვილმა დაამატა ისინი საგამოძიებო ჯგუფს,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

 

დღის ამბები