10 მაისი 2024,   19:09
ვრცლად
ცვლილებები კონსტიტუციაში - ვენეციის კომისიამ საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა

საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ვენეციის კომისიამ საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა. ევროპელი ექსპერტები კვლავ იმეორებენ საკუთარ რეკომენდაციას, მანდატების განაწილებასთან და ბარიერის შემცირებასთან დაკავშირებით. მასში ყურადღება პარლამენტში უმრავლესობის დომინირების რისკებზეა გამახვილებული და აღნიშნულია, რომ აუციელებელია მომავალში ყურადღება მიექცეს ძალთა ბალანსის გაძლიერებას.

დასკვნა ეხება პრეზინდეტის არაპირდაპირი წესით არჩევასაც.

"უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ არაპირდაპირი არჩევის წესზე გადასვლამ არ შექმნას საფუძველი მუდმივად უმრავლესობის კანდიდატის გამარჯვებისთვის," - ნათქვამია დასკვნაში. 

დღის ამბები