10 მაისი 2024,   18:17
ვრცლად
პლებისციტი - "ევროპული საქართველო" კანცელარიაში 150 ათას ხელმოწერას მიიტანს

"საკონსტიტუციო პროცესთან დაკავშირებით შექმნილია ჩიხი, არ არსებობს კონსესუსი და შეთანხმების პერსპექტივა პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის," - ეს განცხადება "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საგანეგბოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

პარტიამ პლებისციტის ჩატარებასთან დაკავშირებით შეგროვებული ხელმოწერების ნაწილი წარმოადგინა. "ევროპული საქართველოს" ლიდერის თქმით, 150 ათასამდე ხელმოწერა მოგროვდა, რომელსაც კანცელარიაში მიიტანენ და ჩააბარებენ. დავით ბაქრაძის თქმით, ეს არის პოლიტიკური განაცხადი, თუ რა სურს ხალხს. 

დავით ბაქრაძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სრული ანტიკონსესუსია. 

"ევროპული საქართველო" საკონსტიტუციო ცვლილებაზე დიდი ხანია პლებისციტის ჩატარებას ითხოვს. მათი აზრით, მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, პრეზიდენტს როგორი წესით აირჩევს. 

 

დღის ამბები