27 აპრილი 2024,   19:03
ვრცლად
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ხვალ პარლამენტში წარადგენს

„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ხვალ პარლამენტში წარადგენს. მმართველი გუნდის ფორმულირების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს 2018 წელს საქართველოს მოქალაქეები პირდაპირ აირჩევენ. 2023 წლიდან კი პრეზიდენტის არჩევის ახალი წესი ამოქმედდება და ქვეყნის პირველ პირს 300 ხმოსანი აირჩევს, რომლთა შორისაც 150 პარლამენტის წევრი იქნება.

ასევე, 2020 წელს საქართველოს პარლამენტში დეპუტატებს ხალხი ზუსტად იგივე გზით აირჩევს, როგორც ახლა. ამჯერად პარლამენტში მოსახვედრად პარტიებმა არა 5%-იანი, არამედ 3%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ, ანუ პარტიებს დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად უფრო ნაკლები ხმა დასჭირდებათ.

2024 წლიდან კი „ქართულ ოცნების“ მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, საქართველოს პარლამენტის არჩევის წესი შეიცვლება. გაუქმდება მაჟორიტარული სისტემა და ისევ გაიზრდება პარლამენტში მოსახვედრად საჭირო ბარიერი 3-დან 5%-მდე.

ოპოზიცია ამ ცვლილებებს სატყუარად აფასებს. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ხელისუფლება ამ გზით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. უმრავლესობისთვის კი მაჟორიტარული სისტემის ამ ეტაპზე დატოვება გუნდში კონსენსუსის საფუძველი გახდა.

დღის ამბები