27 აპრილი 2024,   18:54
ვრცლად
უაღრესად აქტუალური საკითხია - ირაკლი კობახიძე აფგან მუხთარლის საქმეზე დასმულ კითხვაზე პასუხს თავს არიდებს

პარლამენტის თავმჯდომარემ შს მინისტრთან უმრავლესობის შეკრებაზე კომენტარი „არჩევანის“ ეთერში გააკეთა. მან აღნიშნა, რომ არ ფლობს ინფორმაციას შეხვედრაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძემ „პოსტ სკრიპტუმის“ მიერ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით მოპოვებულ კადრებზე, სადაც ჩანს, რომ კადრები დამონტაჟებულია და შემდეგ ეს კადრებიც, ოფიციალური ვერსიით, საერთოდ წაიშალა, ამბობს, რომ მისთვის ეს ფაქტი უცნობია და ვერაფერს იტყვის. 

მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტრის საქმე "უაღრესად აქტუალურია" და პარლამენტი განსაკუთრებულ ინტერესს გამოიჩენს ამ საკითხის მიმართ.

"ჩვენი პირდაპირი ინტერესი არის ის, რომ გამოძიება სათანადოდ ჩატარდეს ამ საკითხთან დაკავშირებით და ამასთან დაკავშირებით იქნება მუდმივი კომუნიკაცია პარლკამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები