27 აპრილი 2024,   19:33
ვრცლად
ადა მარშანიამ ემზარ კვიციანს ინტერვიუს მიცემის საშუალება არ მისცა

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრს, ემზარ კვიციანს თანაპარტიელმა ადა მარშანიამ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთების უფლება არ მისცა. ემზარ კვიციანი პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებოდა. ყველაზე რეიტინგული შოუს წამყვანის ლიკვიდაცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა რამდენიმე დღის წინ facebook-ის საკუთარ გვერდზე დააანონსა. 

"პატრიოტთა ალიანსის" განცხადებით, ერთ-ერთი ლიდერი დეტექტივმა მის მიერ გავრცელებული პოსტის გამო დაკითხა. საუბარია მის მიერ რამდენიმე დღის წინ გავცელებულ ინფორმაციაზე, რომ სავარაუდოდ, "რუსთავი 2"-ის რეიტინგული შოუს წამყვანის, ვანო ჯავახიშვილის მკვლელობა იგეგმებოდა. ამ საკითხზე გუშინ პოლიციის სამმართველოში ვანო ჯავახიშვილიც დაიბარეს. ის ვარაუდობს, რომ ემზარ კვიციანის განცხადება „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტზე „The ვანოს შოუში“ გაჟღერებულ ხუმრობებს უკავშირდება. 

იუმორისტული შოუს წამყვანი ამბობს, რომ დეპუტატის საჯარო მუქარა საგამოძიებო უწყებებმა რეაგირების გარეშე არ უნდა დატოვონ.

ემზარ კვიციანი მზად იყო, რომ მედიისთვის კომენტარი მიეცა და ესაუბრა, გამოკითხვის და სოციალურ ქსელში დადებული სტატუსის შესახებ, თუმცა, ადა მარშანიამ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ემზარ კვიციანი კომენტარს არ გააკეთებს. 

დღის ამბები