09 მაისი 2024,   00:58
ვრცლად
მრავალეროვანი სწავლებები ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობის განმტკიცებისთვის რეგიონში - გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის, მაიკ პენსის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე გაამახვილა ყურადღება. მან ბოლო პერიოდში შეერთებული შტატების მხრიდან გამოთქმულ მხარდაჭერაზე ისაუბრა.

„ეს ვიზიტი გახლავთ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერისა საქართველოს მიმართ. ვფიქრობთ, ის, რომ ჩვენ ძალიან მოკლე დროში დავამყარეთ ძალიან მჭიდრო ურთიერთობები ახალ ადმინისტრაციასთან, არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით,"- აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი. 

მან მთავრობის სხდომაზე მრავალმხრივ სამხედრო სწავლებაზე -„ღირსეული პარტნიორი 2017“ ისაუბრა, რომელიც საქართველოში რამდენიმე დღეში დაიწყება.

„ვფიქრობ, რომ ეს სწავლებები არის ძალიან მნიშვნელოვანი სტაბილურობის განმტკიცებისათვის ჩვენს რეგიონში,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დღის ამბები