08 მაისი 2024,   01:53
ვრცლად
"ვერანაირ შედეგს ეს რუსეთის ფედერაციას ვერ მოუტანს“ - თენგიზ ფხალაძე პუტინის სოხუმში დაგეგმილ ვიზიტზე

„პუტინის ე.წ. ვიზიტი სოხუმში, ეს არის იმ დიდი, ერთიანი სცენარის ნაწილი, რითაც რუსეთი გეგმავს ისტორიული უსამართლობის ლეგიტიმაციას,“  - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა - საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, თენგიზ ფხალაძემ რუსეთის პრეზიდენტის სოხუმში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით გააკეთა.

„პუტინის ე.წ. ვიზიტი სოხუმში, ეს არის იმ დიდი, ერთიანი სცენარის ნაწილი, რითაც რუსეთი გეგმავს ისტორიული უსამართლობის ლეგიტიმაციას, რასაც ამდენი ხანია ეწევა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ვერანაირ შედეგს ეს რუსეთის ფედერაციას ვერ მოუტანს,“ - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

შეგახსენებთ, რომ დაგეგმილ ვიზიტს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოფიციალურად ამ დრომდე არ ადასტურებს, მაგრამ სოხუმში უკვე სრული მზადყოფნაა. ვიზიტს პუტინი აგვისტოს ომის 9 წლისთავს ამთხვევს.

დღის ამბები