07 მაისი 2024,   19:43
ვრცლად
ხანძარი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დამწვარია რამდენიმე ჰექტარი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისწყაროში ხანძარია. ცეცხლი ბალახს გაუჩნდა და პირველადი მონაცემებით, რამდენიმე ჰექტარზე გავრცელდა.

როგორც რუსთავი2-ს საგანგებო სიტუაციების სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე რამდენიმე ათეული მეხანძრეა მობილიზებული. 

ადგილობრივები ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენის გამოშვებას ითხოვენ, თუმცა სააგანეტოში ამბობენ, რომ სიტუაცია კონტროლის ქვეშაა.

როგორც თვითმხილველები "რუსთავი 2"-თან აცხადებენ, ხანძრის შედეგად ვენახები დაიწვა.

დღის ამბები