08 მაისი 2024,   06:37
ვრცლად
„ქართულმა ოცნებამ“ ივლისში 1 270 000 ლარის შემოწირულობა მიიღო, ყველა დანარჩენმა ერთად - 59010 ლარი

ქართულმა ოცნებამ პირველი ივლისიდან პირველ აგვისტომდე პერიოდში, წინასაარჩევნოდ, 1 270 000 ლარის შემოწირულობა მიიღო. 

ივლისის ფინანსური მონიტორინგის შედეგები საზოგადოებას სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა წარუდგინა და არასამთავრობო სექტორთან პოლიტიკური ფინანსების მეტი გამჭვირვალობის მისაღწევად კონსულტაციებიც დაიწყო.

მმართველი პარტიის შემოწირულობა 22-ჯერ აღემატება ყველა სხვა პარტიის ერთად აღებულ შემოწირულობას. კერძოდ, ქართულ ოცნებას ივლისში 1 270 000 ლარი შესწირეს, მეორე ადგილზე ევროპული საქართველოა 36 000 ლარით, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია მესამეა 11 000 ლარით. გირჩის მონაპოვარი 8300 ლარია, დამოუკიდებელი კანდიდატ ალეკო ელისაშვილის კი 3120 ლარი აქვს.

ერთიანი კომუნისტური პარტიის შემოწირულობა ივლისში 268 ლარი იყო, საქართველო მშვიდობისათვის - 200 ლარი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 102 ლარი, რესპუბლიკური პარტია - 20 ლარი.

სხვა პარტიებს კი შემოწირულობის სახით ამ თვეში ჯერ ერთი თეთრიც კი არ მიუღიათ.

დღის ამბები