08 მაისი 2024,   06:12
ვრცლად
აბსურდულია ეს თემა - ლევან მურუსიძე მის არამიზნობრივ ხარჯვაში დადანაშაულების ფაქტს ეხმაურება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ლევან მურუსიძე, ნაციონალური მოძრაობის მიერ მის მიმართ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დადანაშაულების ფაქტს „ცრუ ბრალდებებს“ უწოდებს.

„აბსოლუტურად აბსურდულია ეს თემა. მე მანქანა მყავდა, როდესაც საბჭოს მდივანი გავხდი, 2013 წლიდან. იმის შემდეგ მე საერთოდ არავითარი მანქანა პირადად არ შემიძენია... ჯერ ხომ შეიძლება, კარგად გამოვიკვლიოთ და რეალურად გავიგოთ, რა პირადი მიზნებისთვის გამოვიყენე. მიმართონ აუდიტის სამსახურს და აბსოლუტურად არაფერი პრობლემა არ არის და შეამოწმონ ნებისმიერი საკითხი. 2 მანქანა კი არა, მგონი 4 ვიყიდე კიდევ იმაში, რასაც ორ მანქანაზე იძახიან. ამიტომ, თვითონ მე პირადად არცერთი მანქანა პირადი მიზნებისთვის არ გამომიყენებია,“ - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

ნაციონალური მოძრაობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ლევან მურუსიძეს, საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ლევან ხაბეიშვილმა აუდიტის სამსახურში შესაბამისი განცხადება შეიტანა და უწყებას იუსტიციის საბჭოს ფინანსური ხარჯების შესწავლა ურჩია. საუბარია 150 000 ლარის ოდენობის თანხაზე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის აზრით, ლევან მურუსიძემ ყოველგვარი საჭიროების გარეშე გახარჯა.

ამავე თემაზე
დღის ამბები