08 მაისი 2024,   04:27
ვრცლად
საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში წითელუბანსა და დიცში წყალმომარაგების ქსელის მოწყობა დასრულდა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში წითელუბანსა და დიცში წყალმომარაგების ქსელის მოწყობა დაასრულა. შედგად, კონფლიქტურ ზონაში მდებარე სოფლები, სადაც მანამდე წყალმომარაგების ქსელი საერთოდ არ არსებობდა, 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილი.

პარალელურად, წყალმომარაგების პრობლემა მოუგვარდა კიდევ 8 სოფელს, სულ 11 000 აბონენტს, როლებსაც პრობლემა 2008 წლის ომის შემდეგ შეექმნათ.

დღის ამბები