07 მაისი 2024,   23:22
ვრცლად
საფრანგეთში პრეზიდენტის მეუღლის წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ

საფრანგეთში პრეზიდენტის მეუღლის წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ. ორგანიზატორები ბრიჯიტ მაკრონისთვის ქვეყნის პირველი ლედის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ გამოდიან.

ორგანიზატორებმა პეტიციაც შეიმუშავეს და ბოლო ორ კვირაში 170 ათასი ხელმოწერაც შეაგროვეს. კამპანია მას შემდეგ დაიწყო, რაც ემანუელ მაკრონმა მეუღლისთვის პირველი ლედის სტატუსის მინიჭების სურვილი გამოთქვა.

თუმცა, საარჩევნო აგიტაციის პერიოდში ის აცხადებდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მისი მეუღლე მხოლოდ საზოგადოებრივი საქმიანობით დაკავდებოდა და სახელმწიფო დაფინანსებაზე პრეტენზია არ ექნებოდა. 

დღის ამბები