07 მაისი 2024,   20:24
ვრცლად
რუსთავი2-ის ჟურნალისტები 2008 წლის აგვისტოს ომის დეტალებს იხსენებენ

რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 9 წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტოს დაწყებული ფართომასშტაბიანი შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად, საქართველოს 100 000-ზე მეტი მოქალაქე დევნილი გახდა, დაიჭრა 1 747 ადამიანი, დაიღუპა 170 ქართველი სამხედრო, 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი.

7 აგვისტოს კურიერი ეთერში სპეციალური გამოშვებით დაბრუნდა. რუსთავი2-ის ჟურნალისტები დაპირისპირების წინა ხაზზე იმყოფებოდნენ და გადმოსცემდნენ ინფორმაციას სამხედრო მოქმედებების შესახებ.

ჯარისკაცებთან და მშვიდობიან მოქალაქეებთან ერთად, ჟურნალისტები იყვნენ პირველები, რომლებმაც პირადად გამოსცადეს ომის საშინელება.

რუსთავი2-ის ჟურნალისტები 9 წლის წინ მომხდარი ტრაგედიის შედეგებს იხსენებენ.

დღის ამბები