07 მაისი 2024,   17:33
ვრცლად
ხანძარი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - ადგილზე დამატებითი ტექნიკაა მობილიზებული

ლაგოდეხის რაიონის სოფელ ცოდნისკარში მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ ცეცხლის ჩაქრობას. ადგილზე დამატებითი ტექნიკის მობილიზება გახდა საჭირო.

ცეცხლის კერების ლოკალიზებას 8 რაიონის 80-მდე მეხანძრე ცდილობს. ხანძარი სოფლის მიმდებარედ ოთხ ჰექტრამდე ფართობზეა გავრცელებული. ძნელად მისადგომი ტერიტორიის გამო სალიკვიდაციო სამუშაო გართულებულია.

ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად ადგილობრივები მაღალ ტემპერატურას ასახელებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები