08 მაისი 2024,   05:12
ვრცლად
ღამის განმავლობაში საბაჟო გამშვები პუნქტი "ყაზბეგი" დაკეტილი იყო

დარიალის ხეობაში შექმნილი ვითარების გამო დაკეტილი იყო ღამის განმავლობაში საბაჟო გამშვები პუნქტი "ყაზბეგი". სამუშაო პროცესი ამჟამად აღდგენილია, თუმცა შეფერხებამ რამდენიმე კილომეტრიანი საცობები შექმნა.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, მომდევნო დღეებში საბაჟო-გამშვები პუნქტის მუშაობა გარემოს ეროვნული სააგენტოსა და საპატრულო პოლიციის შემდგომ რეკომენდაციებზე იქნება დამოკიდებული.

საგანგებო მდგომარეობა და განგაშის სიგნალი დევდორაკის მყინვარზე ღვარცოფული პროცესების გააქტიურებას მოჰყვა.

დღის ამბები