08 მაისი 2024,   04:43
ვრცლად
ქვეყნის ეკოლოგია ივანიშვილი-კალაძე-ალავიძის კლანურ ბიზნესინტერესებს ეწირება - ლეიბორისტული პარტია

ლეიბორისტული პარტია დევდორაკის ხეობაში განვითარებული ბუნებრივი პროცესების გამო, გაეროსთან არსებულ ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის ორგანიზაციებს მიმართავს.

პარტიის იდეოლოგიური მდივნის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ხეობაში სათანადო კვლევების გარეშე არ მოხდეს ელექტროსადგურების მშენებლობა.

„დევდორაკის ხეობაში კიდევ ერთხელ ჩამოწოლილი მეწყერი და საერთოდ, დარიალის ხეობის განადგურება ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ეწირება ქვეყნის ეკოლოგია და საქართველოს მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესები ივანიშვილი-კალაძე-ალავიძის კლანურ ბიზნეს ინტერესებს,“ - აცხადებს პაატა ჩოხელი.

დღის ამბები