08 მაისი 2024,   04:32
ვრცლად
შევიტანთ სარჩელს, რომ ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკი იყოს 60 წელი - გიორგი ვაშაძე

ახალი საქართველოს წევრებმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. საქმე ეხება საპენსიო ასაკთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ნორმას. 

პარტიაში მიიჩნევენ, რომ ქალისა და მამაკაცის შემთხვევაში, საპენსიო ასაკში არსებული განსხვავება არის დისკრიმინაციული და მოითხოვენ, ასაკი გათანაბრდეს და გახდეს 60 წელი.

ინიციატივა ახალი საქართველოს ქალთა ორგანიზაციას ეკუთვნის.

„მივდივართ უკვე საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც შევიტანთ სარჩელს, რომ ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკი იყოს 60 წელი. იყოს არადისკრიმინაციული და ვფიქრობ, რომ აუცილებლად ამ სარჩელს მოვიგებთ სასამართლოში. პარალელურად, საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში და საქართველოში 60 წლიდან იქნება ქალის და მამაკაცის საპენსიო ასაკი,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები