07 მაისი 2024,   18:22
ვრცლად
სპეცოპერაცია ლილოში - დაკავებული პირი, სავარაუდოდ, დაჭრილია

ლილოში კრიმინალურმა პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად ძებნილი პირი, 33 წლის გიორგი არდოტელი, დააკავა.

კურიერის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დაკავებული დაჭრილია და არამიანცის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბრალდებულს პოლიცია 2013 წელს მომხდარი დანაშაულისთვის ეძებდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის დარღვევაში ედება, რაც ჯანმრთლობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისმობს. 

თვითმხილველები აცხადებენ, რომ გასროლის ხმა სამჯერ გაიგეს. თუმცა, მათი თქმით, თავად დაკავებული უიარაღო იყო და სამივე გასროლა სამართალდამცველების მხრიდან განხორციელდა.

შსს-ში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ დაკავებულმა გაქცევის დროს ფეხი შუშაზე გაიჭრა.

მეზობლები დაკავებულს დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ ის ყოფილი დეპუტატის, ზურაბ ზვიადაურის, ბიძაშვილია.

 

დღის ამბები