07 მაისი 2024,   11:33
ვრცლად
ტერეზა მეი ტრამპს შარლოტსვილში მომხდარ არეულობაზე გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს

ბრიტანეთის პრემიერი, ტერეზა მეი, აშშ-ის პრეზიდენტს შარლოტსვილში მომხდარი არეულობის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს.

ბრიტანეთის პრემიერი მიიჩნევს, რომ ლიდერები მოსმენისთანავე ვალდებული არიან, დაგმონ ულტრანაციონალისტური შეხედულებები.

დონალდ ტრამპმა კვლავ გაიმეორა რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება და ვირჯინიის ქალაქ შარლოტსვილში მომხდარ არეულობაზე პასუხისმგბელობა, თეთრკანიან ნაციონალისტებთან ერთად, მემარცხენე დაჯგუფებებსაც დააკისრა.

ამის გამო, ის ამჯერადაც გააკრიტიკეს. სენატორ ჯონ მაკკეინის შეფასებით, რასისტები და სიძულვილის მოწინააღმდეგე ამერიკელები მორალურად თანასწორი არასდროს იქნებიან.

დღის ამბები