08 მაისი 2024,   05:37
ვრცლად
ტრამპმა კიმ ჩენ ინს განაწყვეტილება იერიშის გადავადებაზე მოუწონა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, კიმ ჩენ ინს გადაწყვეტილება მოუწონა. საუბარია ჩრდილოეთ კორეის ლიდერის პოზიციაზე, რომლის თანახმადაც, ფხენიანმა გუამზე იერიშის განხორციელება დროებით გადაავადა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, კიმ ჩენ ინმა "ბრძნული და გაწონასწორებული გადაწყვეტილება მიიღო", რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, კატასტროფა მოხდებოდა, რომელსაც არაპროგნოზირებადი შედეგი მოჰყვებოდა.

განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა Twitter-ით გამოაქვეყნა.

დაპირისპირება ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის ბოლო დღეებში უკიდურესად გამწვავდა. ჩრდილოეთ კორეა ვაშინგტონისა და გაეროს სანქციების საპასუხოდ გუამის კუნძულზე მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზს დაბომბვით დაიმუქრა. ამის შემდეგ დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეას საპასუხო იერიშით დაემუქრა.

 

დღის ამბები