08 მაისი 2024,   00:37
ვრცლად
სექსუალური ძალადობის შესაძლო მცდელობა - დაზარალებული სამართალდამცველების მხრიდან გულგრილობაზე საუბრობს

19 წლის გოგონას წინააღმდეგ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის საქმეს პროკურატურა 2 მუხლით იძიებს. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ადგილი გოგონას გაუპატიურების მცდელობას და გადაამეტა თუ არა უფლებამოსილებას გამომძიებელმა, რომელმაც დაზარალებული პირველად დაკითხა. 

ახალგაზრდა გოგომ, რომელზეც, სავარაუდოდ, სექსუალურად და ფიზიკურად იძალადეს, რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ, თბილისის პოლიციის სამმართველო დატოვა.

თავად დაზარალებულს მომხდარზე ტელეკამერებთან ღიად საუბარი არ სურს, თუმცა კურიერს დეტალებს უყვება. 

დაზარალებული ამბობს, რომ სამართალდამცველი მის ჩვენებას გულგრილად მიუდგა. ახალგაზრდა გოგოს თქმით, მან თავდასხმის შემდეგ სამართალდამცველებს მიმართა, თუმცა პოლიციელებმა უთხრეს, რომ მსგავს შემთხვევაზე ღიად საუბარი "სირცხვილი იყო" და დაკითხვის ოქმში წვრილმანი ხულიგნობა მიუთითეს. 

„მას აქვს წაკითხული ეს ოქმი და როგორც მე მიყვება ჩემი მეგობარი, ეს უფრო ჰგავდა წვრილმან ხულიგნობას. იქ არ იყო აღნიშნული არც ერთიო სექსუალური ხასიათის შემცველი ქმედება, რომელიც განახორციელა უცნობმა მამაკაცმა. ჩემი მეგობრის თქმით, მან არა ერთხელ გაუმეორა გამომძიებელს, რომ ეს ადამიანი მასთან სექსუალურად ძალადობდა,“ - ამბობს დაზარალებული გოგონას მეგობარი, ანა ჯანაშია.

დღის ამბები