07 მაისი 2024,   17:10
ვრცლად
ერთი წელი გონიოში 2 სამხედროს ტრაგიული დაღუპვის შემდეგ - ორივე ჯარისკაცი წვრთნის დროს დაიხჩო

გონიოში საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის - კაპრალ იაგო შარაძის და I კლასის რიგითის, გიორგი ნანეტაშვილის, შავ ზღვაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევიდან ერთი წელი გავიდა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, კატარღით გონიოს საზღვაო აკვატორიაში შევიდნენ და წვრთნების დროს დაკარგული მებრძოლების ხსოვნის პატივსაცემად ზღვაში გვირგვინები ჩაუშვეს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა, I კლასის რიგითმა გიორგი ნანეტაშვილმა და კაპრალმა იაგო შარაძემ საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ, ზღვის ზედაპირზე ამოსვლა ვერ შეძლეს.

დღის ამბები