07 მაისი 2024,   23:24
ვრცლად
სპეცოპერაცია ფონიჭალაში - ამ წუთებში სასამართლო დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში რამდენიმე წუთის წინ ხმაური იყო. ელნურ ჯაფაროვმა პროკურორის მიერ მის მიმართ წარდგენილი ბრალი გააპროტესტა.

ელნურ ჯაფაროვი სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 აგვისტოს აიყვანეს. მას ბრალად ედება ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა გასაღება, რასაც დაკავებული არ აღიარებს.

ელნურ ჯაფაროვს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები