08 მაისი 2024,   04:41
ვრცლად
ფონიჭალაში სპეცოპერაციისას დაკავებულმა ელნურ ჯაფაროვმა ბრალი აღიარა

ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინ ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებულმა ელნურ ჯაფაროვმა წაყენებული ბრალი აღიარა.

ელნურ ჯაფაროვი სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 აგვისტოს აიყვანეს. მას ბრალად ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღება ედებოდა.

ელნურ ჯაფაროვმა დანაშაული ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის მიმდინარეობის დროს აღიარა.

მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

დაცვის მხარემ სასამართლოს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლების სანაცვლოდ, 5000- ლარიანი გირაო შესთავაზა, თუმცა ჯაფაროვი პატიმრობაში დატოვეს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2 ოქტომბერს გაიმართება.

 

დღის ამბები