08 მაისი 2024,   00:57
ვრცლად
რელიგიური თავისუფლება საქართველოში - საკითხები, რომლებიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული ვითარება შეაფასა. მოხსენებაში, სხვა თემებთან ერთად, ისეთი გახმაურებული საკითხები მოხვდა, როგორიცაა მუსლიმ და მართლმადიდებელ თემს შორის სადავო ნაგებობა მოხეში, ღორის თავი ქობულეთის პანსიონატის შენობაზე და ბათუმის ახალი მეჩეთის გადაუჭრელი პრობლემა.

ანგარიშში წერია, რომ პროკურატურამ რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებული 19 საქმე გამოიძია. თუმცა, მოყვანილია ასევე სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებები, რომლებიც სახელმწიფოს არაეფექტურ ჩარევებზე საუბრობდნენ. 

პრობლემებს შორის დისკრიმინაციული კანონმდებლობა, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მინიჭებულ პრივილეგიები და ის დაბრკოლებები სახელდება, რომელიც რელიგიურ უმცირესობებს საკულტო ნაგებობების მშენებლობასთან დაკავშირებით ექმნებათ. ანგარიშში სიძულვილის ენაზეცაა საუბარი.

ანგარიშში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოც მოხვდა, რომელსაც მესამე სექტორში საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზარალის კომპენსაციის პრაქტიკის გამო აკრიტიკებენ. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალობისა და სეკულარობის პრინციპების დარღვევაზე არის საუბარი. ასევე, ანგარიში ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რელიგიური საქმიანობის შეზღუდვაზეც არის გამახვილებული. 

ამავე თემაზე
დღის ამბები