08 მაისი 2024,   03:06
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები და "ქართული ოცნების" შეთავაზება - ოპოზიციას საკუთარი მოთხოვნები აქვს

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ხელისუფლების ზოგად შეთავაზებას ოპოზიცია კონკრეტული საკითხებით პასუხობს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარება, გაუნაწილებელი მანდატების პროპორციულად განაწილება და პრეზიდენტის არჩევის პირდაპირი წესი - ეს არის იმ პრინციპული საკითხების ჩამონათვალი, რომელზე შეთანხმების გარეშეც პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა ქართულ ოცნებასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად აზრს ვერ ხედავს.

კვალიფიციური პარტიების უმრავლესობა უკვე ოფიციალური განცხადებით ადასტურებს, რომ დიალოგი მათთვის მისაღები ამ პირობებითაა.

განცხადების ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები დღეს ერთხმად საუბრობდნენ, რომ მმართველი გუნდთან მოლაპარაკების სუფთა ფურცლით დაწყება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის საშიში პროცესია.

პოლიტიკოსების განმარტებით, ხელისუფლება ჯერ იმ პროექტს უნდა დაუბრუნდეს, რომელიც თავდაპირველად ვენეციის კომისიაში გააგზავნა, მოგვიანებით კი სესიაზე სულ სხვა ვარიანტი დაამტკიცა.

რესპუბლიკური პარტია ბარიერის საკითხის ღიად დატოვებას ეწინააღმდეგება, რის გამოც ის ერთობლივი განცხადების ხელმომწერებს შორის არ არის.

საერთო განცხადების ხელმომწერებს შორის ასევე არ არის, მაგრამ მმართველ გუნდის ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრება ახალი მემარჯვენეების ლიდერი მამუკა კაციტაძეც.

დღის ამბები