08 მაისი 2024,   16:06
ვრცლად
იაპონიის ქვიშის ქანდაკებების მუზეუმში ახალი ექსპოზიცია გაიხსნა

იაპონიის ქვიშის ქანდაკებების მუზეუმში ახალი ექსპოზიცია გაიხსნა. ტოტორის მუზეუმის მეათე საიუბილეო გამოფენა მთლიანად შეერთებული შტატების ისტორიას ეძღვნება. დარბაზებში წარმოდგენილია ქვიშისგან შექმნილი ინსტალაციები, რომლებიც ისტორიულ სცენებს ასახავს, მათ შორის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების სცენას, ასევე წარმოდგენილია ვაშინგტონისა და ნიუ-იორკის ხედები და ამერიკის პრეზიდენტებისა და ჰოლივუდის ვარსკვლავების ქანდაკებები.

ამ ნამუშევრების შესაქმნელად ტოტორიში ხელოვანები 19 ქვეყნიდან ჩავიდნენ და სამი ათასი ტონა ქვიშა გამოიყენეს. გამოფენა ტოტორის მუზეუმში 2018 წლის იანვრამდე გაგრძელდება.

დღის ამბები