08 მაისი 2024,   17:21
ვრცლად
მემინგენში ჩარჩენილი მგზავრების უმეტესობა საქართველოში დაბრუნებას ამ დრომდე ვერ ახერხებს

მემინგენში ჩარჩენილი მგზავრების უმეტესი ნაწილი საქართველოში დაბრუნებას ამ დრომდე ვერ ახერხებს. ბოლო ინფორმაციით, მათ ავიაკომპანია საქართველოში 24 აგვისტოს გამოამგზავრებს.

ფრენა ამჯერად ქუთაისის მიმართულებით დორტმუნდიდან უნდა შესრულდეს, თუმცა მგზავრების ნაწილმა არ იცის, სად მოუწევს მომდევნო სამი დღის გატარება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში ყველა დაზარალებულ მგზავრს დამატებით გაწეული ხარჯები აუნაზღაურდება.

"ვიზიარის" რეისი, რომელიც მემინგენიდან ქუთაისში მოფრინავდა, წინასწარი გაფრთხილების გარეშე ორი დღის წინ გადაიდო, მიზეზად უამინდობა სახელდება.

გერმანიაში ჩარჩენილი მგზავრები კომპანიისა და გერმანიაში საქართველოს საკონსულოს მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობენ.

„მთელი ღამე გავათენეთ აეროპორტში და შემდეგ გადაგვიცვალეს ბილეთები. ყველა თავის ხარჯებით მიდის. როდესაც დავრჩით ღამით, აეროპორტში შუქი გამორთეს, საერთოდ დაიხურა და დაგვპირდნენ  საჭმელს, სასმელს, ლეჟანკა გაშალეს და არც საჭმელი და არც სასმელი არ დაურიგებიათ,“-განაცხადა „კურიერთან“ საუბრისას გვანცა ხეცურიანმა.

დღის ამბები