08 მაისი 2024,   01:22
ვრცლად
სტიქია ბორჯომში - ოპოზიცია ხელისუფლებას დაგვიანებული რეაგირების გამო აკრიტიკებს

ბორჯომის ხეობაში გაჩენილ სტიქიური უბედურების გამო, ოპოზიცია ხელისუფლებას დაგვიანებული რეაგირების გამო აკრიტიკებს.

ოპოზიცის წარმომადგენლები კრიზისების მართვის საბჭოს არაეფექტიანობაზე მიუთითებენ. მათი განცხადებით, ბიუჯეტიდან მილიონით ლარის დახარჯვის მიუხედავად, ეს ორგანო ეფექტიანი არ არის.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მიმართავენ ხელისუფლებას და სთხოვეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დახმარებით მის პარტნიორ და მეზობელ ქვეყნებს მიმართოს. თუმცა, მათი თქმით, დახმარების თხოვნით, ოკუპანტ ქვეყანას არ უნდა მიმართოს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ბარამიძე, აცხადებს, რომ დაგვიანებული ზომები იქნა მიღებული თავად პრემიერმინისტრისგანაც.

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრი, ირმა ნადირაშვილი, ყველა მეხანძრე და პოლიციელი, რომლებიც ამ წუთებში ადგილზე მუშაობენ, მხარდაჭერას უცხადებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ყველაფერი გააკეთოს იმისათვის რომ მოსახლეობა არ დაზარალდეს.

ამასთან, მისი თქმით, მთავრობამ რეაგირება დააგვიანა.

გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ღვალაძე, მთავრობას მოუწოდებს, სტიქიასთან ბრძოლაში უნდა იყოს ჩართული ჯარიც. ღვალაძეც დაგვიანებულ რეაგირებაზეც მიუთითებს.

კრიზისების მართვის საბჭოს არაეფექტურობაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

 

დღის ამბები