28 აპრილი 2024,   16:47
ვრცლად
ხანძარი ბორჯომის ხეობაში - ვითარება ოთხ-დღიანი ხანძრის შემდეგ

ბორჯომის ხეობაში ხანძარს უკვე მეოთხე დღეა ებრძვიან. დღეს დილიდან ვითარება შედარებით გამოსწორდა, რადგან ღამის განმავლობაში ცეცხლის გავრცელება აღარ მომხდარა, თუმცა ადგილზე კვლავ რჩება ხანძრის კერები, რომელსაც მაშველები უკვე 72 საათზე მეტია, უწყვეტ რეჟიმში ებრძვიან.

ვითარება დღეს შედარებით სტაბილურია. ხეობაში ცეცხლის მხოლოდ მცირე კერები შეინიშნება, თუმცა ძლიერია დაკვამლიანება.

ცეცხლის პირველივე კერა სოფელ დაბის შესასვლელიდანვე ჩანს. 

ტერიტორიაზე, რომელიც  ჯერ კიდევ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჭურვების შედეგად დაიწვა, ხანძარმა თითქმის სრულად გაანადგურა, აქ ყველაზე რთული ვითარებაა.

სოფელ დაბის შესასვლელთან განლაგებულია მეხანძრეთა პირველივე შტაბი, რომლებიც დაქრობით სამუშაოებს აწარმოებენ. სოფელი დაბაში რთული ვითარებაა დაკვამლიანების კუთხით.

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლიკვიდირების სამუშაოებს ამ დროისთვის უკვე 6 ვერტმფრენი აწარმოებს. ასევე ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ჩართულია თურქული სახანძრო თვითმფრინავიც.

დღის ამბები