09 მაისი 2024,   03:35
ვრცლად
სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის ახალი კერები ჩნდება

სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის ახალი კერები ჩნდება. ცოტა ხნის წინ ხანძრის ორი ახალი კერა წარმოიშვა.

ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და სამხედროები.

ახალ კერას რამდენიმე წუთის წინ შვეულმფრენიდან წყალი დაასხეს, თუმცა, ჯერჯერობით ცეცხლის კერის ლიკვიდაცია არ მომხდარა. 

დღის ამბები