09 მაისი 2024,   02:58
ვრცლად
დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი ამ წუთწებში აცხადებს. ე.წ. ციანიდის საქმეზე, სასამართლო განხილვა თითქმის 8 თვე მიმდინარეობდა. 

მამა გიორგი მამალაძეს ბრალდება ანგარებით მკვლელობის მომზადების მცდელობას ედავებოდა. მოსამართლემ პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალი გადააკვალიფიცირა.

წაყენებული ბრალი 18 /108-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა, რაც განზრახ მკვლელობის მომზადებას გულისხმობს. მოსამართლემ ბრალდებას მოხსნა ანგარებით მკვლელობის მომზადება.

ბრალდებული გიორგი მამალაძე მოსამართლემ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაშიც გაამტყუნა და მიუსაჯა 2 წელი, თუმცა უფრო მძიმე ბრალდებამ შთანთქა მისჯილი 2 წელი და დეკანოზ გიორგი მამალაძეს საბოლოოდ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

თავად დეკანოზი დღევანდელ სასამართლო პროცესს არ დასწრებია. 

 

დღის ამბები