10 მაისი 2024,   19:19
ვრცლად
არსებობს ბევრი ადამიანი, რომელიც მამა გიორგის ირგვლივ იყო და დანაშაულს ერთად გეგმავდა - ირაკლი მამალაძე

„ჯერ კიდევ არსებობს ბევრი ადამიანი, რომელიც მამა გიორგის ირგვლივ იყო და ამ დანაშაულს ერთად გეგმავდა,“ - ეს განცხადება ე.წ. ციანიდის საქმეზე მთავარმა მოწმემ, ირაკლი მამალაძემ გააკეთა.

„კურიერთან“ საუბრისას ის განმარტავს, რომ მისი ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძეს, რომელიც ირაკლი მამალაძის თქმით, საქართველოს პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას გეგმავდა, თანამოაზრეები ჰყავს.

„მეც მიცემული მაქვს ჩვენება და სასამართლოშიც იქნა განხილული გარკვეული საკითხები, რაღაც კონსპირაციული შეხვედრების და ა.შ. მაგრამ ღირებული მე არაფერი არ მაქვს,“ - განაცხადა ირაკლი მამალაძემ.

პროკურატურის მთავარმა მოწმემ სასამართლოს განაჩენზეც გააკეთა კომენტარი. მისი აზრით, სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ცინიკურია. შეგახსენებთ, რომ მამა გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

„ჩემი გადმოსახედიდან, ცოტა არ იყოს ცინიკურია ეს გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე, რომ ნარკოტიკების გადმოტანისთვის იგივე ლევან როსტოშვილს მისცეს 8 წელი და ციანიდით რომ დარბიხარ სახელმწიფო საზღვარზე და 9 წელს რომ გაძლევენ, ცოტა არ იყოს, შეუსაბამოა, ჩემი აზრით,“ - განაცხადა ირაკლი მამალაძემ.

დღის ამბები