09 მაისი 2024,   18:22
ვრცლად
ბატონო პოროშენკო, ჩვენი მტერი აღმოსავლეთ საზღვართანაა, რუსეთში და არა სააკაშვილი - უკრაინელი დეპუტატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის  მოქალაქეობის ჩამორთმევასა და 10 სექტემბერს მისი ქვეყანაში  დაბრუნების გეგმაზე უკრაინელმა დეპუტატმა რადას ტრიბუნიდან ისაუბრა.

იური დერევიანკომ პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ვიქტორ იანუკოვიჩს შეადარა და ავტორიტარიზმში დაადანაშაულა.

პარლამენტარის განცხადებით, უკრაინას რატიფიცირებული აქვს საერთაშორისო პაქტი, რომლის თანახმად, არავის უნდა ჩამოერთვას საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების უფლება.

„იანუკოვიჩი ციხეში სვამდა ოპონენტ პოლიტიკოსებს. მოქმედი რეჟიმი უფრო შორს წავიდა - ისინი ქვეყნიდან აძევებენ ოპონენტებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სრული მზადება მიმდინარეობს 10 სექტემბრისთვის - მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების დღისთვის. მობილიზებულია ყველაფერი. მთელი სახელმწიფო მანქანა მუშაობს იმისთვის, რომ ერთი კაცი არ შემოუშვას ქვეყანაში. პოროშენკოს დაქვემდებარებაში მყოფი ხალხი იმუქრება დახვრეტით და დაკავებით. კრაკოვეცის გამშვები პუნქტი, რომლის გავლითაც სააკაშვილი აპირებს დაბრუნებას, ფაქტობრივად, აუღებელ ციხე-სიმაგრეს დაამსგავსეს,“ - განაცხადა იური დერევიანკომ.

მან ასევე აღნიშნა, რომ პოროშენკომ ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვარი უნდა გაამაგროს, რადგან მთავარი მტერი რუსეთის სახით იქ დგას.

„ბატონო მთავარსარდალო, ჩვენი მტერი აღმოსავლეთ საზღვართანაა, რუსეთშია. ჩვენ არ ვაპირებთ სახელმწიფო საზღვრის ან კანონის დარღვევას. უკრაინის მიერ რატიფიცირებული საერთშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ ითვალისწინებს შემდეგს: არავის უნდა ჩამოერთვას საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების უფლება. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრობს. არ შეიძლება, მას ჩამოართვა სახლში დაბრუნების უფლება. ეს არ არის მხოლოდ სააკაშვილისა და პოროშენკოს კონფლიქტი. ეს არის კონფლიქტი ორ სრულიად განსხვავებულ მსოფლმხედველობას შორის. ხელისუფლებაში არსებულ კორუფციონერთა მსოფლმხედველობასა და მათ შორის, ვინც ფიქრობს, რომ ეს წრე უნდა გაარღვიოს, გაანადგუროს კორუფცია და ააშენოს ძლიერი სახელმწიფო. ასეთი კონფლიქტის დროს გვერდით დგომა შეუძლებელია. ეს ნიშნავს, უღალატო ყველას, ვინც იბრძოდა, იბრძვის და სიცოცხლეს წირავს უკრაინისთვის. არჩევანის გაკეთების დრო დადგა,“ - განაცხადა იური დერევიანკომ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები