28 აპრილი 2024,   17:07
ვრცლად
ბორჯომი-თბილისის მიმართულებით მოძრავმა მატარებელმა ქალი გაიტანა

ბორჯომი-თბილისის მიმართულებით მოძრავმა მატარებელმა ქალი გაიტანა. ის ადგილზევე გარდაიცვალა. ინფორმაცია "რუსთავი 2"-ს მატარებლის მგზავრამა შეატყობინა. შემთხვევა სოფელ სკრასთან მოხდა. მომხდარის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ამ დროისთვის მატარებელი გაჩერებულია.

ადგილზე სიტუაციის გასარკეკვად პოლიცია იმყოფება. ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების ბრიგადაც. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება 275-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. 

დღის ამბები