07 მაისი 2024,   19:43
ვრცლად
ხობის რაიონში „ევროპული საქართველოს“ წევრებს თავს დაესხნენ

ხობის რაიონში „ევროპული საქართველოს“ წევრებს თავს დაესხნენ. პარტიის წევრების ინფორმაციით, სოფელ ზემო ქვალონში, მაჟორიტარობის კანდიდატ ნინო ჭანტურიას და მის მამას, ჯემალ ჭანტურიას უცნობი პირები თავს დაესხნენ.

თავდამსხმელებმა ორივე მათგანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კამპანიის შეწყვეტა მოსთხოვეს.

პარტიის წევრების განცხადებით, სოფელ ქვალონში ჩამოხეულია „ევროპული საქართველოს“ ყველა პლაკატი. ოპოზიცია ძალადობაში ხელისუფლებას ადანაშაულებს.

დღის ამბები